საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მოსკოვში მომხდარი ტერაქტში "ქართული კვალის" შესაძლო არსებობა შიზოფერენიული აზრების გამოვლინებაა.
"რუსეთის დუმაში არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად ვერ აზორვენებენ და მათგან გუშინ მოსკოვში მომხდარ ტერაქტში ქართველების მონაწილეობა შიზოფრენიული აზრების გამოვლინება, რასაც ხშირად ვხვდებით. ასეთ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია", - აღნიშნა ვაშაძემ და აქვე დასძინა, რომ მსგავსი განცხადება რუსეთის ხელისუფლების არცერთ პასუხისმგებელ პირს არ გაუკეთებია.
მისივე თქმით, ქართულმა მხარე და საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დაგმო მომხდარი ტერაქტი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატების ერთმა ნაწილმა მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქებაში არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ქართველებიც ყოფილიყვნენ.