ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურებმა დაავალეს ევროპის საბჭოს ხელმძღვანელ ინსტიტუტებს შეიმუშაონ რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციები. ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა.
"ევროპის საბჭო უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნით უკრაინის ტერიტორიაზე. ევროპის საბჭო აცხადებდა და აცხადებს მზადყოფნა მიიღოს შემდგომი შესაბამისი ზომები ვითარების გათვალისწინებით. საბჭომ დაავალა ევროკომისიას ერთი კვირის განმავლობაში ჩაატაროს მოსამზადებელი სამუშაოები და წარმოადგინოს წინადადებები", - განაცხადა რომპეიმ.