რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი ეტაპი უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის რეალიზებას უკავშირდება. ამის შესახებ ბრიულესში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
"ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირეს სექტორალურ სანქციების შემოღებას, მათ შორის მესამე დონის სექტორალური სანქციების. ეს მიება უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის წარმატებას, რომელმაც ევროკავშირში ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა", - განაცხადა პოროშენკომ.
მისივე თქმით, ევროკავშირმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ.
„უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს 510 მილიონ ევროს კრედიტად, 250 მილიონ ევროს გრანტად", - განაცხადა პოროშენკომ.