ყაზახეთ აქვს უფლება უარი თქვას ევრაზიულ კავშირზე. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა.
ნაზარბაევმა განცხადა, რომ თუ წესები, რომელიც არის ხელშეკრულებაში, არ შესრულდება, ყაზახეთს აქვს უფლება უარი თქვას ევრაზიულ კავშირზე.
„მე ეს ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ", - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ნაზარბაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი არ იქნება იმ ორგაზაციაში, რომელიც დამოუკიდებელ ქვეყანას საფრთხეს უქმნის.
„ჩვენი დამოუკიდებლობა - ეს ყველაზე დიდი განძია, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ", - განაცხადა ნაზარბაევმა და განმარტა, რომ მისი ქვეყანა „არასოდეს დათმობს დამოუკიდებლობას" და „ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავას".
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ყაზახეთი არასოდეს იყო სახელმწიფო და ის ნურსულთან ნაზარბანევმა შექმნა. ამის შემდეგ ვლადიმერ ჟირინოსვკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის შემდეგ ყაზახეთისთვის მოიცლის.
ექსპერტების განცხადებით, არ არის გამორიცხული რუსეთმა ყაზახეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენოს.