საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ბაქოში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილის შესახებ ქართული მხარე დეტალებს არკვევს.
"ჩვენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად კორდინირებულად ვმუშაობთ და ბაქოში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად აზერბაიჯანელ კოლეგებს უკვე მივმართეთ. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოდან იარაღის შეტანის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს, ამიტომ ამას ყურადღება უნდა მიექცეს", - აღნიშნა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაქოში ორგანიზებული ჯგუფის წევრი დააკვეს.გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ დაჯგუფებას იარაღი საქართველოს ტერიტორიიდან შემოჰქონდა, რომელიც შემდგომ აზერბაიჯანშიო ტერაქტების მოსაწყობად უნდა გამოეყენებინათ.