აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2 სექტემბერს თავის ევროპულ ტურნეს დაიწყებს და ესტონეთს ეწვევა. შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება და უელსში ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისი განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროოპის საკითხების უფროსმა დირექტორმა ჩარლზ კუპჩანმა გააკეთა.
"მთლიანობაში ამ ტურნეს დღის წესრიგი ითვალისწინებს სამ მნიშვნელოვან პუნქტს. ერთი - პასუხი რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში, უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენით პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებით ნატოს ფარგლებში - მხარდაჭერით, როგორც ალიანსის ტერიტორიასზე, ასვე მის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა კუპჩანმა.
დანარჩენი ორი პუნქტი მოიცავს ავღანეთში ISAF-ის მისიის დასრულებას და ასევე ნატოს როლს კონტინენზე უსაფრთხოების უზრუნველფოფისათვის.
ობამას ვიზიტის ძირითადი ნაწილი 3 სექტემბერს, ტალინში გაიმართება სადაც იგი ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს შეხვდება. ამავე დღის საღამოს ობამა დიდ ბრიტანეთში გაფრინდება. დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ დევიდ კემერონთან. შემდეგ კი ობამა მონაწილოებას მიიღებს ნატოს სამიტში. სამიტზე განსახილველი პირველი საკითხია ავღანეთი, ხოლო მეორე საკითხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია.