საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოეს მომავალში ბუქარესტს ეწვევა. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტეოდორ ბაკონსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ველით კონკრეტულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბუქარესტში ვიზიტის დროს, სადაც იგი რუმინეთის პრეზიდენტს შეხვდება. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტებს ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, ტეოდორ ბაკონსკიმ თავისი ქართველი კოლეგა ბუქარესტში მიწვია და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.