დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კემერონი შეეცდება ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები დაარწმუნოს, რუსეთის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან (SWIFT) გათიშვის შესახებ.
პრემიერი აცხადებს, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ სანქციების პაკეტში, რომლის დაწესებასაც ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ აპირებს.
SWIFT - არის საერთაშორისო საბანკო სისტემა, რომლის მეშვეობითაც გხდება ვალდებულებებისა და ფულადი ნაკადების გადარიცხვა რუსეთის ბანკებიან საერთაშორისო საფინანსო სისტემის სუბიექტებთან.