რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შესაბამის რეაქციის გარეშე არ დატოვებს, რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინციდენტს.
აღნიშნული განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყება ღიად დაემუქრა პოლონეთს და განაცხადა, რომ პოლონეთის მიერ საჰაერო სივრცის დახურვა კვალიფიცირდება როგორც საერთაშორისო ნორმების დარღვევა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შიუგუს ტუ-154 თავის საჰაერო სივრცეში არ შეუშვა.
შოიგუ სლოვაკეთის აჯანყების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. თვითმფინავის ბორტზე მყოფი რია ნოვოსტის კორესპონდეტის ინფორმაციით, ბამსკა-ბისტრიცას აეროპორტიდან აფერენის შემდეგ პილოტებმა მიიღეს მითითება, რომ პოლონეთი რუსეთის თავდაცვის მინისტრს თავის საჰაერო სივრცეს არ გაუხსნიდა.
ამის შემდეგ თვითმფრინავი მკვეთრად შებრუნდა და ბრატისლავის აეროპორტში დაჯდა.
მოგვიანებით, პოლონეტმა მაინც მისცა შოიგუს თვითმფრინავს უფლება, მისი საჰაერო სივრცით ესარგებლა.