რუსეთის ტანკებმა კრასნოდორის რაიონის დასახლებული პუნქტი ნოვოსვეტლოვკა სრულად გაანადგურეს . ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
ტანკებმა დაანგრიეს ყველა სახლი ერთი მეორის მიყოლებით, იქ ახლა არავინ დარჩა, ამჟამად რუსული ტანკები ხრეაშევატისკენ მიემართებიან.
„ყველაფერი რუსული სცენარით მეორდება, ისევე როგორც ჩეჩნეთში - ტანკები ანგრევენ სახლებს და მიიწევებ წინ", - განაცხადა ლისენკომ.