ილოვაისკში ალყაში მოქცეული უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებიდან 28 მებრძოლი ძირითად დაჯგუფებას შეუერთდა, ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი აკეთებს.
ეროვნული გვარდიის ბრიგადის საყრდენ პუნქტთან, რომელიც კონსომოლსკთან არის განლაგებულია ამჯერად 28 მებრძოლი გამოვიდა, აცხადევს ავაკოვი.
მთლიანობაში კი გასული ღამის შემდეგ ალყიდან 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა გამოსული.
ბატალიონ დონბასის მეთაურის სემიონ სემჩენკოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა მიაღწია შეთანხმებას ალყაში მოქცეული მებრძოლების ალყიდან გამოყვანის შესახებ.
მიღწეულია შეთანხმების მიხედვით, მებრძოლები, რომლებიც ტყყვედ არ ჩაბარდნენ შეუერთდებიან ანტიტერორისტული ოპერაციის ძირითად ძალებს საკუთარი იარაღით. საბრძოლო ტექნიკა უკრაინის სამხედროების მიერ აფეთქებული და დაზიანებულია.
რაც შეეხება ტყვედ მყოფ უკრაინელ მებრძოლებს ისინი უახლოედ დღეებში რუს მედესანტეებზე გაიცვლებიან.