გერმანიის ხელისუფლებამ პირველად განაცხადა რუსეთის „სამხედრო ინტერვენციის" შესახებ. შესაბამისი განცხადება მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბარტმა დღეს, ბერლინში გააკეთა.
„ჩვენ ველოდებით რუსეთისგან განმარტებას, უკრაინის საზღვრების მრავალჯერადი დარღვევის შესახებ, მიღებული შეტყობინებების თაობაზე, რაც საბოლოოდ ადასტურებს სამხედრო ინტერვნეციას", - განაცხადა შტეფან ზაიბარტმა.
მისივე თქმით, მოვლენების ასეთი სახით განვითარება არის „ძალიან სერიოზული და გაუმართლებელი".
ზაიბერტმა დაადასტურა მერკელის განცხადება, ევროკავშირის სახელმწიფოთა მთავარობათა მეთაურების სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ.