უკრაინის 51-ე საზენიტო ბრიგადის ორმა მძიმედ დაჭრილმა ოფიცერმა, მაიორმა ალექსანდრ კანდესიუკმა და მაიორმა ალექსეი შეპელიუკმა 12 რუს მედესანტესთან ერთად აიფეთქეს თავი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელელებს.
უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის, კოსტრომის 331-ე სადენსტო პოლკის სამხედრო მოსამსახურეების მიერ რუსეთ -უკრაინის საზღვრის გადალახვის დროს, უკრაინის 51 ბრიგადას ალყა შემოარტყეს. შექმნილი მძიმე ვითარების გათვალისწინებთ მიიღეს გადაწყვეტილება ალყის გარღვევის შესაქხებ.
მაიორმა ალექსანდრ კანდესიუკმა და მაიორმა ალექსეი შეპელიუკმა საზენიტო ბატარეის მეთაურთან ერთად გამრღვევი ჯგუფის ავანგარდში დაიკავეს ადგილი. მათთან, ერთად იმყოფებოდა სერჟანტი და ორი ჯარისკაცი. ავაგარდი გადააწყდა ჩასაფრებას. ბრძოლოს შედეგად მაიორმა კენდესიუკმა რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიიღო, ასვე დაიჭრა მაიორი შეპელიუკი, რომელიც ცეცხლის ხაზიდან მეგობრიოს გამოყვანას ცდილობდა. ძირითადმა ჯგუფმა მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლის გამო ვერ შეძლო დაჭრილების დახმარება.
„თვითმხილველთა მონათხრობით, დაჭრილ უკრაინელ ოფიცრებს 12-მა რუსმა მედესანტემ შემოარტყა ალყა, და მათ ტყვედ აყვანას შეეცადნენ. როდესაც რუსი მედესანტეები რამდენიმე მეტრში მიუახლოვდნენ უკრაინელ ოფიცრებს, ისინი წამოდგნენ და ხელები მაღლა ასწიეს. ჩანდა რომ მათ ხელშე რაღაც ეჭირათ, რამდენიმე წამში კი გაისმა ყუმბარების აფეთქების ხმა. ნათელი გახდა, რომ ოფიცრებმა ტყვედ დანებების ნაცვლად გადაწყვიტეს საკუთარი თავისა და მტრების აფეთქება", - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინიტროში.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა ოფიცრებმა 12-ვე რუსი მედესანტე ააფეთქეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამზადებს დოკუმენტებს მაიორ ალექსანდრ კანდესიუკისა და მაიორ ალექსეი შეპელიუკისთვის უკრაინის გმირის წოდების მისანიჭებლად.