საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ამის შესახებ ვაშაძემ რუმინელ კოლეგასთან ტეოდორ ბაკონსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის სასაქონლე ბრუნვა ახლაც ხორციელდება, თუმცა ჩვენს ქვეყნებს მხოლოდ შავი ზღვა ჰყოფს და აუცილებელია, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად ამ გზის უფრო ეფექტურად გამოყენებაც", - აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ევრო და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ასევე რეგინში უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები