უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დონეცკის მხარის დასახლებული პუნქტი -კომსომოლსკოე დაიკავა. ამის შესახებ ეროვნული გვარდიის პრესცენტრი იტყობინება.
„ეროვნული გვარდიის პირველმა ოპერატიულმა ბრიგადამ წარმატებით განახორციელა საბრძოლო ოპერაცია და გააძლიერა მარიუპოლის დაცვა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად ბრიგადის დანაყოფების მიერ დაკავებულია და სრულად კონტროლდება კომსომოლსკოე", - ნათქვამია ეროვნული გვარდიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.