პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტურსკი შესაძლოა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გახდეს და ამ თანამდებობაზე ვან რომპეი შეცვალოს. ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში ეს იქნება 10 პოსტსოციალისტური ქვეყნის გამარჯვება, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის წევრები არიან.
„ევროპის ქვეყნების ლიდერები დაჟინებით ცდილობენ ტუსკის დაყოლიებას, რათა მან დაიკავოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პოსტი. პრემიერ-მინისტრი ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეპყრობა, აანალიზებს მის მოსალოდნელ სედეგებს პოლონეთისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, მით უფრო უკრაინის მოვლენების ფიონზე", - განაცხადა ტუსკის პრესმდივანმა მალგოჟატა კიდავა-ბლონსკაიამ.