აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.
„ახლახანს ვესაუბრე მერკელს. ჩვენ შევთანბხმდით იმაზე, რომ რუსეთი პასუხისმგებელია უკრაინაში ძალადობაზე", - განაცხადა ობამამ.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ კონფლიქტში აშშ-ს მონაწილეობა გამორიცხულია, უახლოეს პერიოდში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ევროკავშირში წავალთ დამატებით ღონისძიებებზე, რადგანაც მოსკოვის მხრიდან ვერ ვხედავთ პრობლემის გადაწყვეტის ქმედებებს"- განაცხადა ობამამ.
აშშ-ს პრეზიდენტმა თავი აარიდა კითხვას მიაწოდებს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას იარაღს.. მან ასევე აღნიშნა, რომ სექტემბერში თეთრ სახლში პეტრო პოროშენკოს შეხვდება.