რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტერორისტებს ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედროებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის წინადადებით მიმართა. პუტინმა თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებით ისინი შესაძლებლობას მისცემენ ალყაში მოქცეულთ ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დატოვონ საბრძოლო მოქმედებების ადგილი.
„ნათელია, რომ წინააღმდეგობის მოძრაობამ სერიოზულ წარმატებებს მიაღწია კიევის ძალადობრივი ოპერაციის აღსაკვეთად, რომელიც სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს დონბასის მოსახლეობისათვის და რომელმაც ამ დროისათვის მშვიდობიან მოსახლეობას შორი უდიდესი მსხვერპლი გამოიწვია. წინააღმდეგობის მოძრაობის ქმედებების შედეგად უკრაინელი სამხედროების დიდი ნაწილი, რომლებიც სამხედრო ოპერაციაში საკუთარი ნების გარეშე მონაწილეობდნენ და ასრულებდნენ ბრძანებას ალყაში მოექცნენ. მე მოვუწოდებ წინააღმდეგობის მოძრაობას გახსნან ჰუმანიტარული დერეფანი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომლებიც ალყაში მოექცნენ, რათა ტავიდან იქნეს აცილებული უაზრო მსხვერპლი და მათ შესაძლებლობა მიეცეთ გავიდნენ საბრძოლო მოქმედებების რაიონიდან. შეუერთდნენ საკუთარ ოჯახებს და დაუბრუნდნენ დედებს ცოლებსა და შვილებს., დაუყოვნებლივ იქნეს აღმოჩენილი სამედიცინო დახმარება სამხედრო ოპერაციების შედეგად დაჭრუილებისათვის"- ნათქვამია პუტინის მიმართვაში.