იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება რუსეთის ჯარების ყოფნა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთი გახდება საერთაშორისო სამართლის დამრღვევი და ამის აღიარება მოგვიწევს, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჯეფრი ფელტმანმა.
„ჩვენ ვერ მოვახდენთ შემაშფოთებელი შეტყობინებების იგნორირებას, რუსეთის ჯარების ესკალაციის ახალ ტალღაში მონაწილეობაზე. თუ ეს დადასტურდება ეს იქნება საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების დარღვევა განაცხადა ფელტმანმა. მისივე თქმით გაეროს არ გააჩნია დამოუკიდებელი საშუალერბები ამ ინფორმაციის დადასტურებლად, რუსეთი კი კატეგორიულად უარყოფს მის ყოფნას უკრაინაში. გაეროს გენ მდივნის მოადგილემ აღნიშნა რომ უკრაინა რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და წარმოადგფენს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ვითარების დასარეგულირებლად.