უკრაინა მოითხოვს დაუყონებლოვ შეიკრიბონ ბუდაპეშტის მეომორანდუმის ხელმომწერი ქვეყნები და გამართონ კონსულტაციები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
შესაბამისი დავალება, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე ქვეყნის საგარეო საქმეა მინისტრმა მიიღო.
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილის, მიხაილ კოვალის განცხადებით, უკრაინა ასევე თანადგომისთვის მიმართავს გაეროს, ნატოს, ევროკავშირს, ეუთოს და სხვა სახელმწიფოებს - ჩვენი ქვეყნის სტრატიგიულ პარტნიორებს.
„ჩვენი ქვეყანა იმედოვნებს აშშ-ს დახმარებას, კერძოდ ნატოს ფარგლებს გარეთ აშშ-ის მოკავშირის სპეციალური სტატისის მიღებას. უკრაინის უშიშრობისა და თავდაცვის საბჭო ამზადებს შესაბამის დოკუმენტებს და ხელმოსაწერად წარუდგენს პრეზიდენტს", - განაცხადა კოვალმა.