იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი პროექტის საფუძველზე, მშობლები ბავშვის მოვლის შესახებ ინფორმაციას უკვე მობილური ტელეფონის საშუალებითაც მიიღებენ.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჯანსაღ მომავალზე ზრუნვას იწყებს, რაც ახლაშობილის მშობლებისთვის ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების შესახებ ინფორმირებაში გამოიხატება.
დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNIჩEF) წარმომადგენელმა საქართველოში რულანდ მონაშმა ხელი მოაწერეს პროექტს, სახელწოდებით `პოზიტიური დედობა~- საგანმანათლებლო პროგრამა მშობლებისათვის ბავშვთა მოვლის შესახებ.
აღნიშნულ ღონიძიებას ესწრებოდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე.
პროექტის მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ახლაშობილთა მშობლებისთვის ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციიების მიწოდება შMშ-ის საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო რეესტრი ორიენტირებულია საჯარო მმარველობაში ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებაზე. გარდა ამისა, რეესტრი მოსახლეობასთან ურთიერთობის მხრივ, ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, შMშ შეტყობინებებში მოცემული იქნება ინფორმაცია ბავშვის მოვლის შესახებ, რომელიც ეფუძნება წიგნს “ახალდაბადებული ბავშვების მშობლებისათვის”. წიგნი გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება სისტემა რომელიც უზრუნველყოფს მშობლებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად, ამა თუ იმ სამედიცინო ღონისძიების, მათ შორის აცრების მნიშვნელობა; ინფორმაცია, თუ სად შეიძლება აცრის გაკეთება, ფასიანია თუ უფასო კონკრეტული მომსახურება და ა.შ.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში რულანდ მონაშმა აღნიშნულ პროექტს უპრეცედენტო უწოდა.
“ადრეულ წლებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის. ამიტომაც, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ყურადღებასა და ზრუნვას, რასაც ბავშვის სწორედ ამ ასაკში მიიღებს მშობლებისაგან. აქ მოიაზრება ბავშვისა და დედისათვის საჭირო ჯანდაცვა და კვება, ისევე როგორც ბავშვის ფსიქო-სოციალური განვითარება, განათლება, ძალადობისაგან დაცვა და შესაბამისი გონებრივი განვითარება. აუცილებელია ყველა ამ საკითხის გათვალისწინება, რათა უზრუნველვყოთ ბავშვის სიცოცხლის საუკეთესო დასაწყისი.”
მისი თქმით, მსგავსი პროექტი ევროპის მასშტაბითაც კი არ განხორციელებულა და მომავალში საქართველოს გამოცდილების გაზიარებას, სავარაუდოდ სხვა ქვეყნებიც მოინდომებენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ფრუიძის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამინისტროს მოსახლეობასთან კონტაქტს.
მასალის გამოყენების პირობები