ევროპის საბჭო შეშფოთებულია რუსეთის ქმედებებით აღმოსავლეთ უკრაინაში და მიიჩნევს საერთაშორისო ვალდებულებებისა და ეუთოს პრინციპების ფუნდამენტურ დარღვევად. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში ეუთოს სხდომის შედეგების საფუძველზე.
„ეუთოსა და ევროკავშირის მეთაურები დაჟინებით ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენეტიტეტის, ტერიტიორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის მიმართ და მოუწოდებენ რუსეთს გააკეთოს იგივე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს აღიაროს ეს ფუნდამენტური პრინციპები, რომლის დაცვისკენ მას არაერთხელ მოუწოდებია და იყოს მისი ერთგული ქმედებებსა და საჯარო გამოსვლების დროს", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი ქმედება, თუნდაც ჰუმანიტარული მოსაზრებებით, დაუშვებელია.