ნატოს არაწევრი ქვეყნები - ფინეთი და შვედეთი საკუთარ ტერიტორიაზე ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებს დაუშვებენ. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლა ხაგულუნდამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყნები შესაბამის შეთანხმებას უელსში 4-5 სექტემბერს, ნატოს სამიტის ფარგლებში მოაწერენ ხელს. მინისტრმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გასულ კვირას იქნა მიღებული.
ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შესაძლებელობა ექნებათ იმყოფებოდნენ შვედეთისა და ფინეთის ტერიტორიაზე.
შეტანხმების საფუძველზე ნატოს ძალებს უფლება ექნებათ ქვეყნების ტერიტორიაზე გადაადგილდნენ თავისუფლად სწვლებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, თუ ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება.
ორივე ქვეყანა თავის მხრივ ვალდებულებას იღებს მხარი დაუჭიროს ალიანსის ძალებს და შესაბამისად უზრუნველყოს ისინი.