ნატოს ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე, მხოლოდ დონბასში 1000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურეა საბრძოლო მოქმედებებში ჩართული, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ნატოს ჩინოვნიკის ინფორმაციით, რომელსაც სააგენტო ეყრდნობა, რუსი სამხედროები სეპარატისტებს უჭერენ მხარს და მათთან ერთად იბრძვიან.
ნატოში მიიჩნევენ, რომ ამჟამად რუსეთის სურვილია აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი გაყინოს, რათა არასტაბილურობის გრძელვადიანი კერა შექმნას.