საფრაგეთის პრეზიდენტმა ფრასუა ოლანდმა უკრაინაში რუსეთის სამხედროების მოქმედებებს დაუშვებელი უწოდა და მოსკოვს მკაცრი სანქციებით დაემუქრა.
„თუ დადასტურდება, რომ რუსეთის სამხედროები იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე, ეს დაუშვებელი და მიუღებელია. ევროპა მხარდს დაუჭერს (სანქციებს. რედ.) და გაზრდის მას, თუ ესკალაცია გაღრმავდება. მე ეს არ მინდა, რადგან ეს არც რუსეთის და არც ჩვენს ინტერესებში არ არის", - განაცხადა ოალანდმა.
მისივე თქმით, რუსეთი ტყუილად იმედოვნებს, რომ გახდება ХХІ-ე საუკუნის ძალის ცენტრი, თუ ის წესებს არ დაიცავს.
მისივე თქმით ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე შაბათს 30 აგვისტოს იმსჯელებენ.