უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პარლამენტი მზად არის ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადოს. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის მოადგილემ რუსლან კოშულინსკიმ განაცხადა.
„უმღლესი რადის მუშაობა 2 სექტემბერს უნდა დაიწყოს. რაც შეეხება საგანგებო სხდომას, ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის შედეგე გახდენა ცნობილი. რადის ამჟამიდნელ შემადგენლობაშიც არის შესაძლებელი 226- საჭირო ხმების შეგროვება საგანგებო მდგომარეობის შემოსაღებად ", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.