რუსეთის ოფიციალური პირები უკრაინაში ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ.
ერთადერთი პერსონა, რომელმაც თემასთან დაკავშირებით რაიმე განაცხადა დიმიტრი პესკოვი აღმოჩნდა.
„მე ჯერჯერობით მიუწვდომელი ვარ კომენტარისთვის", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, შესაძლოა, მან მოგვიანებით - საღამოს გააკეთოს კომენტარი.