უკრაინა რუსეთის ქმედებებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, მის ტერიტორიაზე ღია შეჭრას უწოდებს. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებებით, რუსეთის ჯარების მოქმედებები რამდენიმე მიმართულებიდან ხორციელდება.
რუსეთის სამხედრო ნაწილების დონბასში ყოფნაზე საუბრობს და ამ ქმედებას გმობს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი. ანალოგიური განცხადებები გააკეთეს პოლონეთის პრემიერ მინისტრმა დონალ ტუსკმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.
აშშ-ის სახელმწიფიო დეპარტამენტმა რუსეთის ქმედებებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში „რუსეთის ფედერაციის კონტრშეტევა" უწოდა.
ლიტვისა და ლატვიის საგარეო საქმეტა სამინისტროებმა მოუწოდეს გაეროს უშიშროების საბჭოს, მოახდინოს რეაგირება რუსეთის ქმედებებზე.
მკვეთრი განცხადებები გაკეთდა სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოების მხრიდანაც.