რუსეთმა დემოკრატიული მსოფლიო და მსოფლიო წესრიგი გამოიწვია, ამის შესახებ ეუთოს საგანგებო სხდომაზე უკრაინის წარმომადგენელმა განაცხადა.
ხოლო ეუთოში აშშ-ის წარმომადგენელმა დანიელ ბაიერმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ღია სამხედრო შეჭრა განახორციელა.
შეგახსნებთ, რომ დღეს ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან ვენაში ეუთოს შტაბ-ბინაში ეუთოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.