რუსეთმა უკრაინაში ჯარები შეიყვანა, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
პოროშენკომ განმარტა, რომ სწორედ, რუსეთის ამ ქმედების გამო, მოხდა თურქეთში ვიზიტის გაუქმება.
„ფაქტობრივად, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების შემოყვანის გამო, ჩემს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თურქეთში ვიზიტის გაუქმების შესახებ. ეს იმის მიუხედავად, რომ იქ დაგეგმილი იყო უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შვიდი შეხვედრა. დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადგილი კიევშია", - განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა კიევის დროით 16:00 საათზე დაიწყება, რომელზეც სამხრეთ აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ.