უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პორიშენკოს განცხადებას, თურქეთში ვიზიტის გადადებისა და უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის შესახებ, რუსეთის საფონდო ბირჟაზე რყევები მოჰყვა
მოსკოვის დროით 14:25 საათისთვის RTS-ის ინდექსი 3,13%-ით, 1221 პუნქტამდე შემცირდა, ხოლო მოსკოვის საერთაშორისო ბანკთაშორის ბირჟაზე 1,61%-იანი კლება - 1424 პუნქტამდე - დაფიქსირდა.
შესაბამისად, მოხდა ევროს გაძვირება 50 კაპიკით - 48,24850 რუბლამდე, ხოლო დოლარის 42 კაპიკით - 36,5935 რუბლამდე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანის ინაუგურაციაზე ვიზიტი გადადო და უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომია მოიწვია.