„უკრაინამ და ევროკავშირმა უნდა გააჩერონ ეს ომი, მოვუწოდებთ ევროკავშირს 30 აგვისტოს გამართოს ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა უკრაინის საკითხზე", - ნათქვამია ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენლის კონსტანტინ ელისეევის განცხადებასთან დაკავშირებით.
„საკმარისია ამდენი დათმობა და აგრესორისთვის ქედის მოდრეკა! სოლიდარობა უნდა იყოს აბსოლუტური და ყოველგვარი ეჭვების გარეშე. უნდა მოხდეს მისი მატერიალიზება შემდგომი გაბედული სანქციებით, ასევე უკრაინისთვის ფართომასშტაბიანი სამხედრო და სამხედრო -ტექნიკური დახმარებით, აგრესორის შესაჩერებლად", - ნათქვამია დიპლომატის ოფიციალურ წერილში.
დიპლომატი აცხადებს, რომ დადგა დრო, როდესაც სიტყვები საქმემ უნდა შეცვალოს.