აშშ-ს მთავრობის ყოფილი წევრები ბარაკ ობამასგან უკრაინის ინტერესების დაცვას და მისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების აღმოჩენას მოითხოვენ. შესაბამისი სახის მოწოდება გაჟღერდა ბილ კლინტონის ადმინისტრაციის თავდაცვის მინისტრის უილიამ პერის და რონალ რეიგანის მთავრობის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ შულცის ერთობლივ წერილში, რომელიც Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა.
„უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნის აუცილებლობა არ დგას, რადგანაც ამ ქვეყანას ჰყავს სოლიდური სახმელეთო ძალები მაგრამ ჩვენ, ნატომ ან აშშ-მ თუ ნატო ამის გაკეთებას არ მოინდომებს, დახმარება უნდა გავუწიოთ უკრაინას აღჭურვილობითა და პროფესიონალების გაწვრთნით, რაც გაზრდის მათი ჯარების მოქმედების ეფექტურობასა და საშუალებას მისცემს დაიცვან საკუთარი ქვეყანა", - ნათქვამია წერილში.
მინისტრები დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი ქმედებით აშშ დაეხმარება უკრაინას და აჩვენებს რუსეთს, რომ დაიცავს თავის იტერესებს და იმ ქვეყნის ინტერესებს ვისი ტერიტორიული მთლიანობაც საფრთხის ქვეშ არის.
პერი და შულცი მიიჩნევენ რომ აშშ-,მ ასევე უნდა მისცეს გარანტია ბალტიის ქვეყნებს და ამ სახელმწიფოებში განათავსოს ჯარები როტაციის საფუძველზე.