ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში შექმნილ ვითარებას რუსეთის ფედერაციის ღია სამხედრო შეჭრას უწოდებს და მოითხოვს მოსკოვისგან დაუყონებლივ გაიყვანის თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტრო აცხადებს, რომ ასეთი ქმედებებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის საფუძვლებსა და პრინციპებს.
"კრემლი ღიად არღვევს უკრაინის სუვერენიტესა და ტერიტორიულ მთლიანობას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებას", -აცხადებს ლიტვის საგარეო უწყება.