საქართველოს სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭო მუდმივი და არამუდმივი წევრებისგან დაკომპლექტდა. როგორც პრემიერ-მინისტრის
#290 ბრძანებიდან ირკვევა, სამეთვალყურეო საბჭოში მუდმივი წევრების სტატუსით არიან, საბჭოს თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური;
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ნარმანია; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე; საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გრიგოლ ჭირაქაძე და საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია.
სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არამუდმივ წევრებს წარმოადგენენ:
„ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე; „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და „თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
პრემიერი-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ელჩი (2014 წლის 1 ოქტომბრამდე) ფილიპ დიმიტროვი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ელჩი (2014 წლის 1 ოქტომბრიდან) იანოს ჰერმანი; მსოფლიო ბანკის ამიერკავკასიის ოფისის ჰუმანური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი დანდან ჩენი და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC Atlanta) ქვეყნის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯულიეტ მორგანი.