Air China-ს მოგება შეუმცირდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, უმსხვილეს ჩინურ ავიაკომპანიას Air China Ltd-ს 2014 წლის პირველ ნახევარში წმინდა მოგება 58 %-ით შეუმცირდა. ირკვევა, რომ 2014 წლის ექვს თვეში ავიაკომპანიის წმინდა მოგებამ მხოლოდ 474,4 მლნ იუანი ანუ 76,9 მლნ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, კომპანიის შემოსავლები გაზრდილია 7 %-ით და 49,12 მლნ იუანს შეადგენს, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 45,86 მლნ იუანი იყო.
2014 წლის პირველ კვარტალში ავიაკომპანიამ 40,14 მლნ მგზავრი გადაიყვანა, რაც 7,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებზე.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2014 წლის დასაწყისიდან Air China-ს აქციების კვოტირება 16%-ითაა შემცირებული.
მასალის გამოყენების პირობები