Google კომპანია Zync-ს ყიდულობს, რომელიც თავის მხრივ ორიენტირებულია ვიზუალური ეფექტების სოფტის შექმნაზე.
Zync-ს პროდუქტი ძირითადად ტელევიზიებში და ფილმების წარმოებაში გამოიყენება.
ბოსტონური კომპანია კინოინდუსტრიას Zync Render ტექნოლოგიას სთავაზობს, რაც შესაძლებელს ხდის გრაფიკული სცენებისა და სპეციალურ ეფექტების შექემნას.
გარიგების ღირებულება ოფიციალურად არ ჟღერდება. თავად Zync-ში აცხადებენ, რომ მათი ტექნოლოგიები ათასობით კლიპში უკვე გამოყენებულია. Zync-ი 2011 წელს დაარსდა.