დღეს, 28 აგვისტოს, რეჯებ ტაიიპ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიალი გაიმართება.
თურქეთის მოქმედმა პრემიერმა რეჯებ ტაიიპ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და თურქეთს ახალი ერის დაწყებას დაპირდა. ერდოღანმა თავის მომხრეებს განუცხადა, რომ თურქეთის ისტორიაში ახალ ფურცელს გახსნის.
მისივე თქმით, მისი გამარჯვება მთელს ერს ეკუთვნის და არა მხოლოდ მათ ვინც მას საკუთარი ხმა მისცა. ერდოღანმა არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა და ხმათა 52 % დააგროვა.