ხვალ, 28 აგვისტოს 17 საათზე, ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში, საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია ბაგრატიონის მხარდაჭერით, გაიმართება ფოლკლორულ ანსამბლ „სუკლიკოს" კონცერტი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ბატონი ლადო ჭანტურია. საღამოზე წარმოდგენილი იქნება იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ორი ქართული ძეგლი - ქართული პოლიფონიური სიმღერა და ღვინის დამზადების უნიკალური მეთოდისათვის საჭირო თიხის ტრადიციული ჭურჭელი - ქვევრი.
ქართულ ფოლკლორულ მუსიკასთან ერთად, საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს ეროვნული მუზეუმის მიერ მოწოდებულ ვერცხლისა და კერამიკულ ნაკეთობებსა და დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებზე მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში აღბეჭდილ, ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება ბერლინში მოღვაწე მოქანდაკე ბესიკ მაზიაშვილის მიერ სპეციალურად მუზეუმისათვის, ქართული ტრადიციული მეთოდების დაცვით შექმნილი ქვევრის პრეზენტაცია.
საღამოს მუსიკალურ ნაწილში წარსდგება ანსამბლი „სულიკო" ხალხური პოლიფონიით, ინსტურმენტული ნომრებითა და ქალაქური სიმღერებით. მომღერლები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრები არიან.
გამოფენა 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები