საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირის ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკავშირის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი ჰავიერ სოლანა მადარიაგა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა.
სოლანას ოქროს საწმისისი ორდენი "საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის" გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ სოლანას გარდა მიხეილ სააკაშვილმა ამავე დამსახურებისთვის იგივე ორდენი ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს სთროუბ თელბოთსაც გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები