ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის( NDI) გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში 60%-ით ირაკლი ალასანია ლიდერობს. ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია - 54%-ით, ხოლო მესამეზე დავით უსუფაშვილი - 51%-ით.
მოწონების რეიტინგში შემდეგ პოზიციაზე 48%-ით დავით ბაქრაძეა. შემდეგ ადგილებს კი, ასევე, 48%-ით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 45%-ით - ბიძინა ივანიშვილი, 45%-ით დავით ნარმანია, 44-44 პროცენტით - თეა წულუკიანი და კახი კალაძე. ეკა ბესელია - 39%.
რეიტინგში მოცემული თითქმის ყველა პირის მოწონების მაჩვენებელი შემცირებულია, მათ შორის, აპრილში, ირაკლი ალასანიას მოწონების რეიტინგი 67%-ს შეადგენდა, ირაკლი ღარიბაშვილის - 64%-ს, დავით უსუფაშვილის - 61%-ს, დავით ბაქრაძის - 51%-ს.
მოწონების მაჩვენებელი გაზრდილია აპრილთან შედარებით, არის გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც წინა კვლევაში 46%-იანი მოწონების მაჩვენებელი ჰქონდა და დავით ნარმანია, რომელიც აპრილში 41%-ს მოსწონდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,338 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო.