ვალენსიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რიტა ბარბერმა საკუთარი ავტომობილი, ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების შენობის ავტოსადგურიდან გაიყვანა. ამ ფაქტში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი. რიტა ბარბერმა საკუთარი ავტომობილი- Lancia Delta ამ კონკრეტულ ავტოსადგურზე ზუსტად 1991 წელს დააყენა, ანუ მაშინ როდესაც ის ქალაქის მერად იქნა არჩეული. ამ ხნის განმავლობაში ავტომობილი „გაუნძრევლად" იდგა ერთ ადგილას, ვიდრე აღნიშნული ტერიტორია მუნიციპალიტეტს არ ჩამოერთვა და მის მეპატრონეს ავტომობილის აღნიშნულ ტერიტორიაზე დგომისათვის ჯარიმის გადახდა არ მოუწია, რაც 23 წლის შემდეგ მოხდა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ რიტა ბარბერმა სამსახურებრივი ფართი პირადი დანიშნულებისამებრ გამოიყენა და საკმაოდ სოლიდური თანხის ეკონომია გასწია, რაც მას ავტომობილის პარკირებისათვის ამ დრომდე უნდა გადაეხადა.
მასალის გამოყენების პირობები