უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო, არ ადასტურებს ინფორმაციას, ტაგანროგიდან რუსეთის რეგულაური ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ. ამის თაობაზე გერაშჩენკომ მე-5 არხის ეთერში განაცხადა.
მრჩეველმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მოსახლეობაში პანიკის დათესვას ემსახურება.
„ჩვენ მარიოპულს არავის დავუთმობთ", - განაცხადა გერაშჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის რეგულარული არმიის ტაგანროგოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრის შესახებ.
ინფორმაცია გამმოაქვეყნა ჟურნალისტმა რომან ბოჩკალმაც.
„რუსეთის მხრიდან შემოვიდა 30 ტანკი, მსუბუქი ბრონირებული ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ისინი უკრანის ტერიტირიაზე 8 კილომეტრის სიღრმეში იმყოფებიან. აკონტროლებენ საზღვრის მიმდებარე 6 სოფელს", - წერს Facebook-ს საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი.
ოკუპანტებმა მოაწყვეს ბლოკ-პოსტები, სადაც 3-3 სამი ტანკი და 2-2 ჯავშანტექნიკა განათავსეს. ცოცხალი ძალა და ტექნიკა განაგრძობს უკრაინის სიღრმეში გადაადგილებას.
„ნოვოაზოვსკის გარეუბაში ისმის სროლები. იმ ტერიტორიებზე, რომელიც უკვე დაიკავეს რუსეთის ჯარებმა, ჯარისკაცები საკუთარ უნიფორმაზე ამოსაცნობ ნიშნებს არ მალავენ", - წერს ჟურნალისტი.
რუსესთის სამხედრო ძალები იყნებენ არტილერიას.
არის დანაკარი უკრაინის მესაზღვრეებსა და სამხედროებს შორის.
თუ უკრაინის ჯარები დათმობენ ნოვოაზოვსკს, გზა მარიოპულზე რუსეთის ჯარისთვის გახსნილი იქნება.