რუსეთის რეგულარული არმია ტაგანროგოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამის შესახებ უკრაინული მედია ადგილზე მყოფ მესაზღვრეებზე და მოხალისეთა ბატალიონის მებრძოლებზე დაყრდნობით იუწყება.
ინფორმაციას აქვეყნებს ჟურნალისტი რომან ბოჩკალიც.
„რუსეთის მხრიდან შემოვიდა 30 ტანკი, მსუბუქი ბრონირებული ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ისინი უკრანის ტერიტირიაზე 8 კილომეტრის სიღრმეში იმყოფებიან. აკონტროლებენ საზღვრის მიმდებარე 6 სოფელს", - წერს Facebook-ს საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი.
ოკუპანტებმა მოაწყვეს ბლოკ-პოსტები, სადაც 3-3 სამი ტანკი და 2-2 ჯავშანტექნიკა განათავსეს. ცოცხალი ძალა და ტექნიკა განაგრძობს უკრაინის სიღრმეში გადაადგილებას.
„ნოვოაზოვსკის გარეუბაში ისმის სროლები. იმ ტერიტორიებზე, რომელიც უკვე დაიკავეს რუსეთის ჯარებმა, ჯარისკაცები საკუთარ უნიფორმაზე ამოსაცნობ ნიშნებს არ მალავენ", - წერს ჟურნალისტი.
რუსესთის სამხედრო ძალები იყნებენ არტილერიას.
არის დანაკარი უკრაინის მესაზღვრეებსა და სამხედროებს შორის.
თუ უკრაინის ჯარები დათმობენ ნოვოაზოვსკს, გზა მარიოპულზე რუსეთის ჯარისთვის გახსნილი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები