ქართულ_აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციის EUGAO პრეზიდენტმა , პროფესორმა ნესტან კირთაძემ პირადად და სამი სხვა საერთაშოისო ორგანიზაციის _ ,, ევროპულ - ქართული საზოგადოების EGS, ევროპულ _ ქართული საერთაშორისო მოძრაობის EUGM და ევროპულ_ ქართული სავაჭრო, სამრეწველო , საინვესტიციო პალატის IEGTIIC სახელით, ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.
„ჯი-ეიჩ-ენი" მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
ბატონო პრემიერ მინისტრო,
მოგესალმებით თქვენ , თქვენი კაბინეტის წევრებს და სამი საერთაშორისო ევროპულ-ქართული ორგანიზაციის სახელით, გთავაზობთ საქმიან წინადადებებს, თანამშრომლობას და კოორდინაციას მოახლოებულ ყველაზე მასტაბურდა წარმომადგენლობით ევროპულ კვირეულში _ ,, European Week of Regions and Cities . Open Days, 2014'' საქართველოს და მისი რეგიონების აქტიური და პრაქტიკული მონაწილეობისათვის.
მოგახსენებთ, რომ _ European Week of Regions and Cities . Open Days, 2014'', რომელიც 6-9 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართება, გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და საერთაშორისო თანამშრომლობის პრაქტიკული გზა, როგორც ევროკავშირის სახელმწიფოთა რეგიონებთან და ქალაქებთან , აგრეთვე მსხვილ ევროპელ ინვესტორებთან; ისევე როგორც , ეს გახლავთ დიდი შესაძლებლობების მოედანი, რათა საქართველოს რეგიონები, მათი ბიზნეს პროექტები და მეწარმეები აქტიურად ჩაერთონ ევროკავშირის ერთობლივ საგრანტო პროექტებში.
უფრო მეტიც, გთავაზობთ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს კონკრეტულ მიზეზს, თუ რატომ უნდა ჩაერთოს სრულად და აქტიურად საქართველო, საქართველოს მთავრობა და რეგიონები მოახლოებულ ევროპულ კვირეულში .
_ევროპულ კვირეულში _ European Week of Regions and Cities . Open Days, 2014'_'მონაწილეობს ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების რეგიონების 6 000 -ზე მეტი ოფიციალური პირი, ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს მაღალი წარმომადგენლობა, საერთაშორისო მედია ...
_მონაწილეობენ ევროკავშირის სახელმწიფოთა და პარტნიორი ქვეყნების რეგიონები, რომელთა შორის , ვფიქრობთ , უცილობლივ უნდა წარსდგნენ საქართველოს რეგიონები, გააკეთონ თავიანთი განაცხადი რეგიონის შესაძლებლობებზე, მიზნებზე და ჩაერთონ ევროპის რეგიონებთან საერთაშორისო პრაკტიკულ და მრავალმხრივ თანმრომლობაში
_ეს გახლავთ ყველაზე დიდი მოედანი ევროკავშირის სახელმწიფოთა რეგიონებთან მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების დადებისათვის
_ საქართველოს რეგიონების დელეგაციების მიეცემათ უნიკალური შანსი და შესაძლებლობა , რათა ევროპული კვირეულის ფარგლებში გააფორმონ მემორანდუმები და დადონ თანამშრომლობის ხელშეკრულებები ერთდროულად 5 ან მეტ ევროპულ რეგიონთან.
_ ეს გახლავთ ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობა და მოედანი, საქართველოს რეგიონების, მათი პოტენციალისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციისათვის მთელი ევროკავშირის წინაშე.
ჩვენ , ევროპულ-ქართული საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი კოლეგები_ ევროკომისიის ექსლუზიური პარტნიორები გთავაზობთ:
_ საქართველოს რეგიონების ჩართვას ევროპის კვირეულში ყოველი რეგიონის სპეციფიკის, ინტერესების და კონკრეტული მიზნების გათვალისინებით შექმნილი ექსკლიზიური პროგრამებით.
გთავაზობთ, აქტიურად ჩავრთოთ საქართველოს დაინტერესებული რეგიონი ( რეგიონები) ევროპის რეგიონალურ საინვესტიციო პროექტებში, დავეხმაროთ მათ ინვესტორებისა და პარტნიორების მოძიებაში და კონტაქტებში ; ისევე, როგორც დავეხმაროთ მათ ჩაერთონ ევროკომისიის საგრანტო პროგრამებში და ერთობლივ პროექტებში ;
დავეხმაროთ რეგიონს ( რეგიონებს) Open Days ფარგლებში გამართონ რეგიონის, მისი პროექტებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ ოფიციალური პრეზენტაცია.
დავეხმაროთ რეგიონს ( რეგიონებს) მონაწილეობა მიიღონ ევროკომისიის რელევანტურ ღონისძიებებში , ვინაიდან ერთი კვირის მანძილზე დაგეგმილია 100-ზე მეტი ღონისძიება
დავგეგმოთ საქართველოს რეგიონის ( რეგიონების ) დელეგაციების ინდივიდუალური შეხვედრები ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მაღალ წარმომადგენლობებთან და დაინტერესებულ პარტნიორებთან.
დავეხმაროთ საქართველოს რეგიონების, ქალაქების ხელმძღვანელებს გააფორმონ მემორანდუმები და დადონ მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებები ევროკავშირის სახელმწიფოთა სხვადასხვა ინსტიტუბეთან , წინასწარ შერჩეულ რეგიონებთან, პარტნიორებთან, ინვესტორებთან ...
დავგეგმოთ საქართველოს რეგიონის ( რეგიონების ) პრეზენტაციები, გავავრცელოთ ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში და მრავალი სხვ.
გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენს წინადადებებს და კოორდინაციას, რათა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის ექსკლუზიურ პარტნიორებთან ერთად განვახორციელოთ საქართველოს რეგიონების აქტიური და პრაქტიკული ჩართულობა ყოველწლიურ ,, European Week of Regions and Cities . Open Days, 2014'' -ში , დავიწყოთ საქართველოს რეგიონების ინტენსიური საერთაშორისო და პრაქტიკული მრავალმხრივი თანამშრომლობა ევროპის რეგიონებთან.
შეგახსენებთ, რომ ნესტან კირთაძე სულ ახლახან დაბრუნდა უკრაინიდან, სადაც შეხვედრები გამართა უკრაინის სამოქალაქო მოძრაობების ლიდერებთან, აგრეთვე ჩერკასკის რეგიონის ხელმძღვანელობასთან.