კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთით შესაძლებელია დარეგულირდეს უმოკლეს ვადაში თუ უკრაინას ექნება შესაძლებლობა რუსეთთან საზღვრის ეფექტური კონტროლი განახოპრციელოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ქეთრინ ეშტონტან შეხვედრისას მინსკში განაცხადა.
„ჩვენ ვაპელირებთ მთელი მსოფლიოს გასაგონად, მხარი დაუჭირონ უკრაინას და ხელი შეუწყონ იმას, რომ შეიქმნას რუსეთის ფედერაციასთან საზღვის ეფექტური კონტროლის სისტემა, რათა შეუძლებელი გახდეს საზღვრიდან იარაღის, ტექნიკისა და დაქირავებულების შემოსავლა. ამ შემთხვევაში კონფლიქტი უმოკლეს ვადაში მოგვარდება", - განაცხადა პორიშენკომ.
პოროშენკომ ეშტონს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარების შესახებ. საბრძოლო მოქმედებების თაობაზე, რომელსაც დაქირავებულები უკრაინის რეგულარული არმიის წინაააღმდეგ აწარმოებენ, ასევე რუსეთის 10 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ფაქტის შესახებ.
„უკრაინა საკმაოდ დიდ ფასს იხდის საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, და უფლებისთვის დამოუკიდებლად აირჩიოს განვითარების ცივილიზებული გაზა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა მძევლის, მათ შორის მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს დაუყონებლივი გათავისუფლება, რომელიც რუსეთის ციხეში ჰყავთ დაკავებული.