კანადა შეშფოთებულია რუსეთის მიერ არქტიკაში სახმხედრო პოტენციალის ზრდის ფაქტით და მზად არის იარაღით ხელში დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონ ბერდმა Berlingske-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი განცხადებით, ოტავა აპირებეს „არქტიკაში საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას და თუ საჭირო გახდება, ძალას გამოიყენებს".
ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ ის უპირატესობას ანიჭებს პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგავრებას.