უკრაინის უმაღლესი რადის ვადამდელი არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ რადის დათხოვნამ განაპირობა.
„ძვირფასო თანამემამულეებო, მე გადავწყვიტე, ვადამდე შევუწყვიტო უფლებამოსილება VII-ე მოწვევის უმაღლეს რადას. ახალი პარლამენტის არჩევნები გაიმართება 2014 წლის 26 ოქტომბერს. ეს გადაწყვეტილება მივიღე უკრაინის კონსტუტუციის 96-ე მუხლის საფუძველზე. მოგიწოდებთ მონაწილება მიიღოთ არჩევნებში და დაასრულოთ ივნისში დაწყებული ახალი ხელისუფლების ფორმირები პროცესი. დიდება უკრაინას", - ნათქვამია პრეზიდენტ პოროშენკოს განცხადებაში.