27-დან 31 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის საზაფხულო თეატრი კლასიკური მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალს „ღამის სერენადებს" უმასპინძლებს. ფესტივალში მსოფლიოს საუკეთესო ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.
მსმენელთა წინაშე სახელგანთქმული კომპოზიტორების კომპოზიციებით წარსდგებიან მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები: ლიანა ისაკაძე, დავით წივწივაძე, დენის შაპოვალოვი და სხვები.
პროექტი ბათუმის მერიის პროგრამის - „ბათუმი არტი - ფესტივალების ქალაქის" ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 95 ათასი ლარია გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები