იშვიათი სპორტული ავტომობილი - Ferrari 250 GTO Berlinett-ი Bonhams სააუქციონო სახლმა 38,1 მლნ დოლარად გაყიდა.
ეს იმ ფონზე, როდესაც ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილად, რომელიც აუქციონზე გაყიდულა - Mercedes-Benz W196 ითვლებოდა, რომელიც თავის დროზე 29,6 მლნ დოლარად გაიყიდა და „ფორმულა 1"-ი ხუთგზის ჩემპიონის ხუან მანუელ ფანხიოს კუთვნილება იყო.
Ferrari 250 GTO Berlinetta-ს ახალი მფლობელის ვინაობა არ ხმაურდება. ცნობილია, რომ გაყიდული ავტომობილი მე-19 იყო GTO-ს ოჯახიდან, სულ Ferrari-ს GTO-ს სერიიდან 39 ავტომობილი ყავს გამოშვებული.
მასალის გამოყენების პირობები